აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „ქვეყანაში ს რეჟიმი უნდა დასრულდეს“, რადგან მათი თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროპას საბოლოოდ აშორებს.
„ოცნებამ“ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე დაგვიწყო საუბარი. უკვე ცხადია საითაც მიჰყავთ პროცესები. ქვეყანაში ავტორიტარიზმია და უნდა ვებრძოლოთ. ს რეჟიმი უნდა დასრულდეს“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეები 142-ე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ.