არასამთავრობოები: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ივანიშვილის რეჟიმის ინტერესშია

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა წინააღმდეგაც „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთი კანონი მიიღო, აცხადებენ, რომ ამ პარტიის გადადგმული ნაბიჯები მიზანიმართულად აყენებს ეჭვქვეშ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხს.
ასე ეხმაურება 20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიზალიბერალიზაციის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს.
„სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭება და ქართველებისთვის ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა არა ქართველი ხალხის, არამედ სა და ივანიშვილის რეჟიმის ინტერესშია…
„ქართული ოცნება“ თავისი პოლიტიკითა და ანტიდასავლური პროპაგანდით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სწრაფად მიიღოს, რითაც ქართველი ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდება“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
ისინი პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდებენ სანქციები აამოქმედონ „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ:
„საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მიმართონ სანქციები არა ქართველი ხალხის, არამედ იმ პირების მიმართ, ვინც არაკონსტიტუციური კანონების მიღებას, რეპრესიებსა და საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერი ჯგუფების დევნას ემსახურება…
დასავლელმა პარტნიორებმა უკვე გააუქმეს უვიზო რეჟიმი ოცნების მაღალი თანამდებობის პირებისთვის – მათ შორის, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის, ბევრს კი – პირდაპირ აუკრძალეს კონკრეტულ ქვეყნებში შესვლა. ახლა ივანიშვილის „ოცნებას“ იგივე ბედი სურს ქართველი ხალხისთვის“.
განცხადებას უერთდებიან: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ღია სივრცე კავკასია“, „გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია – ეკო“, „საქართველოს ევროპული ორბიტა“, „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი – თაობათა დიალოგი“, „პრევენცია პროგრესისთვის“, „ყვარლის ევროკლუბი“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)“, „საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობის კვლევის ფონდი“, „ევროპის ფონდი“, „კანონის უზენაესობის ცენტრი“, „სამართიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს რეფორმერების ასოციაცია“ – (GRASS), შშმ პირთა ინტეგრაციისა და გავნითარების ასოციაცია – „ჰანგი“, „სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი“, „დემოკრატიის მცველები“, „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“ (EGI), „საფარი“, „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ და „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა დღევანდელი აქცია, რომელიც 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას ეძღვნება – მნიშვნელოვანი დღეა და აქციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვუერთდებით