კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნანა მალაშხია:
“7 წელი მუშაობდა ჩემი და ეუთოს სათაო ოფისში, მთავარ სამდივნოში, ვენაში. ყოველ წელს ჩავდიოდი, 6 ჯერ მაინც მაქვს ვიზა აღებული ვიზალიბერაციამდე. პირველად ევროპაში ვიმგზავრე 2011 წელს შვილთან ერთად. აქ არის ის პროცედურები, რაც გავიარე ვიზის ასაღებად პირველად და მერე, კიდევ 5-ჯერ: 1. ჩემმა და მივიდა საპოლიციო განყოფილებაში ჩემი და ჩემი შვილის მოწვევის გასაკეთებლად, სადაც წარუდგინა ბინის ფართისა და ხელფასის დოკუმენტი, იმის დასტურად, რომ შეეძლო 2 ადამიანის სტუმრად მიღება;
2. გავაკეთე ცნობა სამსახურიდან, ხელფასის მითითებით, ინგლისურენოვანი;
3. გავაკეთე საბანკო ამონაწერი;
4. გავაკეთე ჩემი, ჩემი დის, შვილის ნოტარიულად დამოწმებული ინგლისურენოვანი თარგმანი (ნათესაური კავშირის დასამტკიცებლად);
4. შევავსე სავიზო განაცხადის ფორმა;
5. გადავიხადე სავიზო მოსაკრებელი;
6. სატელეფონო კომუნიკაციით ჩავეწერე საელჩოს რიგში;
7. ადგილზეც ჩავდექი რიგში, გავიარე გასაუბრება;
8. დამიბარეს კონკრეტულ რიცხვში და ავიღე პასპორტები, სადაც ვიზა იწყებოდა თვითმფრინავის გაფრენის დღიდან და ჰაერში, თვითმფრინავშივე გადიოდა ვიზის მოქმედება;
აქაა 8 პუნქტი, რაც გამახსენდა, ალბათ არაფერი გამომრჩა. ამდენი რესურსი, დროის, ფინანსურიც და ნერვები ცალკე აღნიშვნის ღირსია, მიჯდებოდა ყოველ ჯერზე და მარტივი მისახვედრი უნდა იყოს, თუ რა გზას გავდიოდი მათთვისაც, ვისაც ვიზალიბერალიზაციამდე არ გადაგიკვეთავთ შენგენის ზონა.
აი, ამ წარსულშიც კი არ გვაბრუნებს ოცნება, გაცილებით საგანგაშოა ვითარებაა დღეს, ვიდრე ის სირთულეები, რაც ვიზის აღებას სჭირდებოდა მაშინ. მაშინ ის მაინც ვიცოდით, რომ ერთ დღეს, ვიზებიც გაუქმდებოდა და ევროპული მომავალიც აწმყოდ იქცეოდა.”
