რუსეთი კიევზე დრონებით თავდასხმა აგრძელებს

კიევი პარასკევს დილით, რუსეთის ძალების ორ ათეულზე მეტი დრონის სამიზნე გახდა. უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, თავდასხმის შედეგად, დაშავდა 2 ადამიანი და დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები.
მიმდინარე თვეში, ეს რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმის უკვე მეექვსე შემთხვევა იყო. ოფიციალური პირების განცხადებით, რუსული ძალების 28 დრონიდან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, 24 ჩამოაგდო.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელ „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ ერთ-ერთი დრონი, სოლომიანსკის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რამაც კორპუსის ზედა სართულებზე ხანძარი გამოიწვია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, რუსული თავდასხმის შედეგად, ასევე დაზიანდა რამდენიმე ბინა 24-ე, 25-ე და 26-ე სართულებზე. ორი დაშავებულიდან, ერთი მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს.
თავდასხმა სამშობიარო სახლიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მოხდა.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი პოპკომ თქვა, რომ ჩამოგდებული დრონების ფრაგმენტები კიდევ ერთ უბანში, დედაქალაქის ცენტრის სამხრეთით, საცხოვრებელ კორპუსს მოხდვა. ჩამსხვრეული შუშებით, დაზიანებული შენობის ფოტოები მან სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა.
უკრაინის სამხრეთ სარდლობის ცნობით, დარტყმა ასევე განხორციელდა დაუდგენელ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე, მიკოლაევის რეგიონში და ოდესის რეგიონში. ჩამოგდებული დრონების ფრაგმენტებმა, მარცვლეულის საწყობი დააზიანა. უწყების ცნობით, დაშავებულები არ არიან და ხანძარი ლიკვიდირებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ