თუ უკრაინაში ომის შესაწყვეტად პროგრესი უახლოეს დღეებში არ იქნება, აშშ შესაძლოა პროცესს გამოეთიშოს

ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს უხლოეს დღეებში დარწმუნდეს, რომ სა და რუსეთს შორის ზავის მიღწევა შესაძლებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესში მონაწილეობის გაგრძელებაზე სავარაუდოდ, უარს იტყვის.
ვაშინგტონის პოზიციის შესახებ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჟურნალისტებს დღეს, 18 აპრილს ესაუბრა პარიზიდან გამგზავრების წინ.
17 აპრილს მარკო რუბიომ და -ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, კით კელოგმა და სტივ უიტკოფმა პარიზში შეხვედრები გამართეს უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან.
რუბიოს თანახმად, აშშ-ს სურს სწრაფად, ამ დღეებში გაარკვიოს, რამდენად რეალურია სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უახლოეს რამდენიმე კვირაში, რადგან თუ ეს შესაძლებელია, მონაწილეობას გააგრძელებენ და თუ არა – აქვთ სხვა პრიორიტეტებიც, რომლებზეც კონცენტრაციაა საჭირო.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, პრეზიდენტი უკვე 87 დღეა ყველაზე მაღალ დონეზე მიმართავს ძალისხმევას ომის დასასრულებლად და დადგა მომენტი, როცა უნდა გადაწყვიტონ, შესაძლებელია თუ არა ამის მიღწევა.
მარკო რუბიოს თქმით, უკრაინის ომი საშინლებაა, მაგრამ ის არ არის ამერიკის ომი, შეერთებული შტატები უკრაინას სამ წელზე მეტხანს ეხმარებოდა და სურს, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს.
რაც შეეხება პარიზში გამართულ შეხვედრებს, მათ რუბიომ სასარგებლო და კონსტრუქციული უწოდა. სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს და გერმანიას შეუძლიათ დახმარება, რათა პროცესი მკვდარი წერტილიდან დაიძრას და გადაწყვეტას მიუახლოვდეს.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მცდელობებს, უკრაინაში ომი დაასრულოს, რეალური შედეგი ჯერჯერობით არ მოჰყოლია.
უკრაინასა და აშშ-ს შორის საუდის არაბეთში 11 მარტს გამართული მოლაპარაკების შედეგად უკრაინა დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ. რუსეთს ამ შეთანხმებაზე თანხმობა არ უთქვამს.
აშშ-ის წარმომადგენლებმა უკრაინისა და ს წარმომადგენლებთან საუდის არაბეთში მოლაპარაკებები გამართეს 23-25 მარტსაც. თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფაზე, ძალის გამოყენების აღმოფხვრასა და კომერციული გემების სამხედრო მიზნებით გამოყენების აღკვეთაზე.
თავის მხრივ, კრემლმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ძალის გამოუყენებლობის პუნქტი ამოქმედდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაუქმდება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ნაწილი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა დღევანდელი აქცია, რომელიც 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას ეძღვნება – მნიშვნელოვანი დღეა და აქციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვუერთდებით