სტივ უიტკოფის განცხადებით, რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი მიიღოს

რუსეთმა შესაძლოა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი თავისი კონტროლის ქვეშ შეინარჩუნოს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტის ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში­ განაცხადა.
უიტკოფმა დაადასტურა, რომ რუსეთში ვიზიტის დროს პუტინთან ტერიტორიულ საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, საუბრის დროს „პუტინი უკრაინის მიწაზე იყო კონცენტრირებული“.
ამავდროულად, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთმა უკრაინის იმ ხუთი რეგიონიდან, რომლებსაც საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, შესაძლოა, ზოგიერთი მიიღოს, მაგრამ არა ყველა.
უიტკოფმა ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ ს, შესაძლოა, ნაკლებად ადარდებდეს რუსულენოვანი რეგიონებით.
„როდესაც ამ ხუთი რეგიონის განხილვას იწყებთ – დაინტერესებულია მათით და, სხვათა შორის, უკრაინაც – მაგრამ თუ ზოგიერთი მათგანი ძირითადად რუსულენოვანია, მაშინ შესაძლოა უკრაინას ნაკლებად ადარდებდეს ისინი?“, – აღნიშნა უიტკოფმა.
The Wall Street Journal-ი წერს, რომ უკრაინაში ომის შესახებ აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები უკრაინის ხუთ რეგიონზეა ორიენტირებული, რომლებსაც მოსკოვი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, თუმცა მათ დასათმობად მზად არ არის.