თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება

თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. პროტესტის 142-ე დღეს თბილისში, 19:00 საათზე აქცია გაიმართება „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“, 20:00 საათზე კი მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბებიან. ასევე, 21:00 საათზე საჯარო ლექციაა დაგეგმილი თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან, აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის ძეგლთან.
რეგიონებში დაგეგმილი აქციების განრიგი ასეთია:
გორი – საკრებულოს წინ 17:00 საათზე – აქცია გაიმართება სახელწოდებით – „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები“.
ახალციხე, შოთა რუსთაველის ძეგლთან, აქცია 18:00 საათზე გაიმართება.
ბათუმი – საკონსტიტუციო სასამართლოსთან, 19:00 საათზე- პროტესტი გაიმართება ლოზუნგით „სამშობლოს სამსახურში“.
ზუგდიდი – სამხარეო ადმინისტრაციის წინ, 19:00 საათზე – აქცია გაიმართება სახელწოდებით – „რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“.
თელავი – მერიის წინ, აქცია დაგეგმილია 19:00 საათზე;
ქუთაისი – მერიის წინ მოქალაქეები 19:00 საათზე შეიკრიბებიან, ლოზუნგით: „კი ევროპას, არა რუსეთს“.
ჩხოროწყუ – მერიის წინ, აქცია 20:00 საათზე გაიმართება სახელწოდებით – „გაბედე პროტესტი ყოველდღე“.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე