აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ცივილიზებული სამყარო ელოდება, იხილოს, ნამდვილად სერიოზულად სურს თუ არა რუსეთს ამ კატასტროფის დასრულება

რუსეთმა უნდა დაადასტუროს, რამდენად სერიოზულად სურს ში ომის დასრულება, ცივილიზებული სამყარო პასუხს ელოდება, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ტემი ბრიუსმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გარკვევით განაცხადა, რომ ეს სიგიჟე სწრაფად და სრულად უნდა დასრულდეს.
„ნატო-ში ბოლო ვიზიტის დროს, მდივანმა რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობის დრო ახლაა და არა თვეების ან წლების შემდეგ. მან კონკრეტულად განაცხადა, სულ რაღაც ორი კვირის წინ, რომ რამდენიმე კვირის საკითხი იქნებოდა, როდის შევძლებდით იმის გაგებას, სერიოზულად სურდა თუ არა რუსეთ ამ კატასტროფის დასრულება. ახლა კი, ცივილიზებული სამყარო ელოდება იხილოს, ნამდვილად სერიოზულად არის თუ არა განწყობილი“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.