უკრაინასთან გვაქვს მინერალებზე შეთანხმება, რომელსაც ჩემი ვარაუდით, ხელი ხუთშაბათს მოეწერება – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის ს მოლოდინით, სთან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი შემდეგ ხუთშაბათს მოეწერება.
ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში იტალიის პრემიერ-მინისტრ, ჯორჯა მელონისთან ერთად მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.
“გვაქვს მინერალებზე შეთანხმება, რომელსაც, ჩემი ვარაუდით, ხელი ხუთშაბათს მოეწერება, შემდეგ ხუთშაბათს, მალე. ველი, რომ შეთანხმების მოლოდინებს შეასრულებენ”,-განაცხადა ტრამპმა.
ტრამპს ასევე ჰკითხეს მის განცხადებებზე, რომლებშიც ის უკრაინის წინააღმდეგ ს მიერ ომის დაწყებას უკრაინის პრეზიდენტ, ს აბრალებდა.
“ზელენსკის არ ვაკისრებ პასუხისმგებლობას, მაგრამ მთლად აღფრთოვანებული არ ვარ იმ ფაქტით, რომ ეს ომი დაიწყო. ეს ომის, რომელიც არასდროს არ დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი…
ასე რომ, კმაყოფილი არ ვარ მისით და კმაყოფილი არ ვარ არავისით, ვინც ჩართულია…
მას არ ვაბრალებ, მაგრამ იმას ვამბობ, რომ არ ვიტყოდი, რომ საუკეთესო სამუშაო შეასრულა. დიდი თაყვანისმცემელი არ ვარ, ნამდვილად არ ვარ დიდი თაყვანისმცემელი”,-განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში ომი “ახლოსაც არ იყო დაწყებასთან” და მისი დაწყების შესახებ “აზრიც კი არ იყო”.
Ipn.ge