– უკრაინასთან გვაქვს მინერალებზე შეთანხმება, რომელსაც ჩემი ვარაუდით, ხელი ხუთშაბათს მოეწერება

-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოლოდინით, უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი შემდეგ ხუთშაბათს მოეწერება.
“გვაქვს მინერალებზე შეთანხმება, რომელსაც, ჩემი ვარაუდით, ხელი ხუთშაბათს მოეწერება, შემდეგ ხუთშაბათს, მალე. ველი, რომ შეთანხმების მოლოდინებს შეასრულებენ,” – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპს ასევე ჰკითხეს მის განცხადებებზე, რომლებშიც ის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ომის დაწყებას უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის აბრალებდა.
“ზელენსკის არ ვაკისრებ პასუხისმგებლობას, მაგრამ მთლად აღფრთოვანებული არ ვარ იმ ფაქტით, რომ ეს ომი დაიწყო. ეს ომის, რომელიც არასდროს არ დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი…
ასე რომ, კმაყოფილი არ ვარ მისით და კმაყოფილი არ ვარ არავისით, ვინც ჩართულია…
მას არ ვაბრალებ, მაგრამ იმას ვამბობ, რომ არ ვიტყოდი, რომ საუკეთესო სამუშაო შეასრულა. დიდი თაყვანისმცემელი არ ვარ, ნამდვილად არ ვარ დიდი თაყვანისმცემელი,” – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში ომი “ახლოსაც არ იყო დაწყებასთან” და მისი დაწყების შესახებ “აზრიც კი არ იყო”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ