“მზად ვართ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები” – ივანიშვილის ბოდიში და რუსი მაღალჩინოსნები

რუსეთი მზადაა აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან – აცხადებს ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, .
„რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ისინი, მზად ვართ წავიდეთ იქამდე, რამდენადაც ქართული მხარე მზად იქნება. ჩვენთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს“ – თქვა ზახაროვამ დღევანდელ ბრიფინგზე
მანამდე, იგივე მზაობა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინმა გამოთქვა და “ქართული ოცნების” პოლიტიკა შეაქო. დღეს იგივე გაიმეორა ზახაროვამ და ს განცხადება გაიხსენა, სეპარატისტებისთვის “ბოდიშის მოხდაზე”.
2024 წელს საქართველომ რა თქმა უნდა, დადებითი სიგნალები გააგზავნა, კერძოდ, სამხრეთ ოსეთისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ ისინი [სიგნალები] გამოიხატება კონკრეტულ ნაბიჯებში საქართველოსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“, თქვა ზახაროვამ.