– სანამ პროტესტი მარათონის ფაზაში გადავიდოდა, ავიღე პასუხისმგებლობა და შეთავაზება გავაკეთე, რომ არ უნდა გამოვიდეს სასახლიდან, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული

29 დეკემბერთან დაკავშირებით მაშინ ვთქვი, რომ არ უნდა გამოვიდეს სასახლიდან, ჩვენ ვართ ძლიერები და რეჟიმი არის სუსტი – მე ჩემი სიტყვა პირველ ეტაპზე გამარჯვებისთვის ვთქვი, რომელიც სამწუხაროდ არ იყო გათვალისწინებული, – ამის შესახებ კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
ანა დოლიძის განცხადებით, მაშინ „საგოლე მომენტი“ იყო, ხოლო ახლა „მარათონის ეტაპზე გადავედით“.
,,გვაქვს თუ არა გეგმა, გვქონდა თუ არა გეგმა პროტესტთან დაკავშირებით?! მე მინდა გაგახსენოთ კიდევ ერთხელ, ეს გეგმა მე მქონდა და ეს გეგმა ეხებოდა 29 დეკემბერს. 29 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილი იყო პრეზიდენტი, იმუნიტეტით და საერთაშორისო აღიარებით, ოპოზიციონერ დეპუტატებს გვქონდა იმუნიტეტი. ეს მკაცრი კანონები, როგორიც არის ნიღბები და ჯარიმები ჯერ არ იყო მიღებული. როგორც ფეხბურთშია იყო საგოლე მომენტი. მაშინ მე როგორც პასუხისმგებლობიანმა პოლიტიკოსმა, ვთქვი, რომ სალომე ზურაბიშვილი არ უნდა გამოვიდეს სასახლიდან, ჩვენ ვართ ძლიერები და რეჟიმი არის სუსტი. როდესაც ბრძოლაში ხარ მთავარი არის თუ როგორ გადაანაწილებ ძალებს. ახლა გადავედით მარათონის ეტაპზე, მე ჩემი სიტყვა პირველ ეტაპზე გამარჯვებისთვის ვთქვი, რომელიც სამწუხაროდ არ იყო გათვალისწინებული. ვინც ამას არ დაეთანხმა თავის დროზე, მას უნდა ვკითხოთ, თუ რატომ არ გაიზიარეს ეს იდეა”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა