გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, საკრებულოს სხდომას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ესწრებოდა.
„სხდომაზე მერთან ერთად მერის მოადგილე, მერიის სამსახურებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც იმყოფებოდნენ.
ადგილობრივი შემოსულობების 2024 წლის ჯამური მაჩვენებელი 77 737 000 ათასი ლარით განისაზღვრა.
საფინანსო-საბიუჯეტი სამსახურის ხელმძღვანელის დალი ტლაშაძის განცხადებით, წლის განმავლობაში ბიუჯეტს თანხები სხვადასხვა სახელმწიფო ფონდებიდანაც დაემატება.
გასული წლის მსგავსად, თვითმმართველობის 2024 წლის ბიუჯეტი 6 ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებაზე გადანაწილდა.
საბიუჯეტო სახსრები მოხმარდება როგორც ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების, განათლების, სპორტის კულტურისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას.
სხდომაზე დასმულ კითხვებს თანამდებობის პირები კომპეტენციების მიხედვით პასუხობდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი მომზადდა 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტისა და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის (2023-2026) მიხედვით.
პრიორიტეტების დოკუმენტი შემუშავდა მოსახლეობასთან კონსულტაციებით და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ