“შავი ლომი” რაგბი ევროპის სუპერთასის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდა

რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში “შავმა ლომმა” “თელ ავივ ჰითი” 27:17 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდა.
ქართულმა გუნდმა თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყო და პირველი ტაიმი “შავი ლომის” გამარჯვებით, 24:7 დასრულდა.
მეორე ტაიმში “ჰითი” გააქტიურდა და მეტოქესთან ჩამორჩენა შეამცირეს, თუმცა, საბედნიეროდ, ეს მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, ლევან მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა გასულ წელს ამავე ტურნირის ფინალში “თელ-ავივ ჰითი” ანგარიშით 29:17 დაამარცხა.
ფოტო: ირაკლი ტყემალაძე