“კვლავ ადგილზეა” – მოურინიომ “კვარასა” და “ნაპოლიზე” ისაუბრა

შაბათს, 23 დეკემბერს, სერია A-ს მე-17 ტურის ცენტრალურ მატჩში, “რომა” “ნაპოლის” მასპინძლობს. დედაქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
“ნაპოლი” გასულ სეზონში ჩემპიონი დამსახურებულად გახდა. მართალია, რამდენიმე ფეხბურთელიც დაკარგეს, თუმცა ლიდერები კვლავ გუნდში არიან.
ბოლო 2 წლის განმავლობაში მათ წინააღმდეგ კარგად ვთამაშობდით. ბოლო თამაში, სადაც დავმარცხდით, ვფიქრობ, შედეგი უსამართლო იყო. იმედი მაქვს, ამის გამო შურს ვიძიებთ.
“პარტენოპეის” შესანიშნავი შემტევები ჰყავს, “კვარა”, რასპადორი, ოსიმენი, სიმეონე, ვხედავთ, რომ ისინი კვლავ ადგილზე არიან.
დიბალა? მისი ტრავმა სერიოზული არ არის, კარგადაა,
თუმცა ხვალ ვერ დაგვეხმარება.
მანჩინიმ ამ კვირას მხოლოდ ერთხელ ივარჯიშა, თუმცა ხვალ შემადგენლობაში იქნება”, – განაცხადა მოურინიომ.
შეგახსენებთ, “რომასა” და “ნაპოლის” დაპირისპირება თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.