ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ოპოზიციას შეხვდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ შეხვედრაზე მიმდინარე საკითხები და წინააღმდეგობის პლატფორმის გეგმები განიხილეს.
მათი განცხადებით, განსახილველ საკითხთა შორის იყო რეპრესიები, რომელიც, მათივე თქმით, ამ შემთხვევაში ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელს, დავით დოიაშვილს შეეხო.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასევე ამბობენ, რომ შეხვედრაზე 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა.
„განვიხილეთ მიმდინარე საკითხები, წინააღმდეგობის პლატფორმის გეგმები. საზოგადოებას შევთავაზებთ შეხვედრებს და გაგაცნობთ, როცა იქნება კონკრეტული თარიღი. თვითმმართველობის არ არის ჩვენი განხილვის საკითხი,“ – განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „ფორმულასთან“ საუბრისას.
„დღეს, ბუნებრივია, თეატრის და რეპრესიების თემაზე ვისაუბრეთ. საერთო სოლიდარობის მხარდაჭერის ფორმებზე და საგარეო საკითხებზე. ეს არის მიმდინარე, ყოველდღიური საკითხები,“ – აღნიშნა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ფორმულასთან“.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია: ჩვენ ვართ უკიდურესად თავდაყირა დაყენებულ მართლმსაჯულების სისტემაში, სახელმწიფოში, სადაც უწყება, რომელიც უნდა ადგენდეს სამართალს, ვხედავთ, რომ კვალი პირიქით, ამ გარკვეულ პირებთან მიდის

ელისო კილაძე: ჩემს მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ სარჩელზე 241 ბიტკოინის ფლობით. ამ კვირაში ვაპირებ გლდანის ციხის დირექტორის და სუს-ის თანამშრომლის სოსო წაქაძის თვითმკვლელობის დეტალებზე საუბარს