შაჰინი: პოლიტიკურ ლიდერებს არ უნდა ეშინოდეთ ქართველი ხალხის

ამერიკელი დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ გრანტების გაცემის აკრძალვას მთავრობის ნებართვის გარეშე.
„ქართული ოცნების“ მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირების ჩასახშობად მორიგი კანონის დაჩქარებულად მიღება კიდევ ერთი ნაბიჯით აშორებს ქართველ ხალხს დემოკრატიული მომავლისგან. პოლიტიკურ ლიდერებს არ უნდა ეშინოდეთ ქართველი ხალხის. ქართული სამოქალაქო საზოგადოება ძლიერ დამოუკიდებელი აქტორებისგან შედგება“, — აცხადებს შაჰინი.
„ქართულმა ოცნებამ“ მესამე მოსმებით მიიღო კანონპროექტი, რომელიც მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღებას კრძალავს.
სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ მორიგი რეპრესიული კანონი „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 2 დღეში განიხილა და დაამტკიცა.
ცვლილებები ამჯერად გრანტის გამცემს (დონორს) ავალდებულებს, რომ შესაბამისი თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს მიმართოს და წარუდგინოს საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.
შესაბამისი თანხმობის მისაღებად გრანტის გამცემმა სუბიექტმა საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უნდა წარუდგინოს საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.
აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვრება ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს.
ამ თემაზე:
კალასი: გრანტების კანონი კიდევ უფრო ამცირებს სამოქალაქო სივრცეს
“ეს რეპრესიებია” – ევროპარლამენტარი გრანტების წინააღმდეგ “ოცნების” კანონზე

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას