რეზო შატაკიშვილი: ივანიშვილს ვერ ახსენებთ თვალთხარიასავით და მინისტრ რუხაძეს თხრით თვალებს – თიკასთან ხართ დიდ გულზე

“დოის გათავისუფლების შესახებ.
1. დოის რომ გაათავისუფლებდნენ – ეს იყო ცალსახა და ეს ჩანდა მკაფიოდ. რეჟიმი ითხოვს მონებს და სჯის მათ, ვინც იმთავითვე არ ემონება, ან რაღაც ეტაპზე ჯანყდება.
2. დოი არ მოუხსნია კულტურის მინისტრს, დოი მოხსნა პირადად ივანიშვილმა და ვინც მის სახელს ვერ ახსენებთ, ფრიად უხერხულად გამოიყურებით – ივანიშვილს ვერას აკლებთ, ივანიშვილს ვერ ახსენებთ თვალთხარიასავით და მინისტრ რუხაძეს თხრით თვალებს – თიკასთან ხართ დიდ გულზე. ხო, თიკა რუხაძემ სულ თავისი სურვილით მოხსნა და ის ბრძენი კაცი, ივანიშვილი არაფერ შუაშია.
3. გავიგეთ რომ ლიოსას გამოტირებისა არ იყოს, დოის მოხსნაზე პოსტვაც რომ ტრენდულია, მაგრამ კარგი იქნებოდა როცა რეჟიმი ეკა მაზმიშვილს სჯიდა, ან სხვებს, გნებავთ თეატრალური სამყაროდან, გნებავთ სამუზეუმო სფეროში თუ კინოში, მაშინაც ამოგეღოთ ხმა. აქამდე ვეღარ მივიდოდა საქმე.
4. მათზე საერთოდ რაღა ვთქვა, ვინც ახლაც არ იღებთ ხმას? თქვენ რომ გაგაგდებენ, მაშინ მაინც თუ ამოიღებთ ხმას? თუ საკუთარ თავსაც დაიკიდებთ და საკუთარი დუმილით და კვლავ ქვემძრომობით რეჟიმისთვის გულის მოლბობას ეცდებით? ეს ხომ თქვენი სტიქიაა, გამოცდილებაც ხომ ამგვარი “ბრძოლის” უფრო გაქვთ?!” – წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი რეზო შატაკიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას