“ჩემი პროგნოზი ასეთია: 20 მაისამდე „გახარიას გუნდი“ შევა პარლამენტში” – დათო გამცემლიძე

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
გუშინ და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა, საყურადღებო სტატუსები დაიდო, არსებითი ინიციატივები წამოვიდა…..
ჩემი პროგნოზი ასეთია: 20 მაისამდე „გახარიას გუნდი“ შევა პარლამენტში. „20 მაისამდე“ იმიტომ, რომ 20 მაისიდან „ოცნება“ მიიღებს იურიდიულ საშუალებას, „გახარიას პარტიიდან“ არჩეულ 12 დეპუტატს შეუწყვიტოს მანდატი. 11 დეპუტატი ალბათ შევა პარლამენტში, გარდა თვით გიორგი გახარიასი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს 4 ოქტომბერს თბილისის მერის არჩევნებში. და, სხვათა შორის, გახარია ერთადერთია ოპოზიციაში, ვისაც ასე თუ ისე აქვს შანსი „ემეტოქევოს“ ს, რომელიც ყველა გამოკითხვით ლიდერობს ამ არჩევნებში. აქვე უნდა ითქვას, რომ გიორგი გახარიამ ყველა ოპოზიციონერ კოლეგას აჯობა ჭკუით და ძალიან ნიჭიერად განახორციელა პოლიტიკური პროცესის მენეჯმენტი 26 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ოპოზიცის უმრავლესობამ მიიღო აბსოლუტურად იდიოტური გადაწყვეტილება საპარლამენტო მანდატების „დაყრის“ შესახებ მაშინ, როდესაც 150 მანდატიან პარლამენტში 60 Seat უპრეცედენტო თანაფარდობა იქნებოდა საქართველოს უახლეს ისტორიაში. 28 ნოემბრის შემდეგ კი…… EU-ს თემაზე კობახიძის უმძიმესი შეცდომის გამო……. მასობრივი არაპარტიული (!) პროტესტი ქუჩაში მაინც აზვირთდებოდა. ანუ საპარლამენტო მანდატების „დაყრა“ გამოდგა შეუქცევადი კრეტინიზმი, რაც თუნდაც იმით დასტურდება, რომ ოპოზიციონერებს ბოლო კვირეებია მოაკლდათ „რიხი“ გახარაის დამუნათებისას. ზოგმა ადრინდელისგან დიამეტრალურად საპირისპირო ნარატივიც „შემოაპარა“ უკვე – თუ ყურადღებით დააკვირდებით.. 4 ოქტომბრის მუნიციპალური ს შემდეგ „ქართული ოცნება“ შეეცდება (!) იურიდიულად აკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახლები“ (მელია/გვარამიას გუნდი), ესე იგი ყოფილი დიდი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისტებლიშმენტი მისი პერსონალური შემადგენლობით, რითაც შექმნის ახალ პოლიტიკურ ლანდშაფტს. ამის შესახებ მას ადრეც ბევრჯერ ულაპარაკია დასავლეთის წარმომადგენლებთან: „მიშას და ენმ-ის „მობრუნების“ საფრთხე როგორც კი მოიხსნება, მაშინვე დამკვიდრდება ხელისუფლებათა ცვალებადობა და აღარც მე ჩავეჭიდები ხელისუფლებასო“. ეს ნამდვილად აქვს მას ბევრჯერ ნათქვამი, რასაც ადასტურებს…..თვითონ მიშა, – იმავე დასავლეთის წარმომადგენელთა დამოწმებით. აბა კარგად გაიხსენეთ მიშას რამდენიმე ინტერვიუ. ენმ-ის აკრძალვა და გაქრობა გაახარებს და აღაფრთოვანებს რამდენიმე ოპოზიციურ ძალას, თუმცა ღიად ამას რასაკვირველია არ იტყვიან – სულ ლოყებს დაიხოკავენ. ისევ გახარიას გარდა. გახარია დღესაც გაიძახის „მიშას ადგილი ციხეშიაო“ პარალელურად, მუნიციპალური არჩევნების შემდეგ, ღირსპატივცემული ქალბატონი წულუკიანი შეეცდება მიშას მიუსაჯოს „პაჟიზნენნი“, რისი მთავარი მიზეზიცაა სააკაშვილის მიერ 7 წლის წინ ჩერჩილის ერთი ცნობილი მიზოგინური და არაკორექტული ფრაზის ციტირება….აქ აღარ გავიმეორებ. თუმცა ქალბატონ თეას ეს „პაჟიზნენნი“ მიშასთვის, სავარაუდოდ მაინც არ გამოუვა, რადგან……. მართლა მეტისმეტი „ჟივადიორობა“ იქნება. ჩემი ვარაუდით, ბიძინას გათვლა ისაა (გამოუვა თუ არა სხვა საკითხია-დ), რომ მას შემდეგ რაც ენმ და ამ პარტიის ლიდერშიპი პოლიტიკურ ველზე აიკრძალება (და თუ ამას „ნაცები“ შეურიგდებიან), „გახარია“, „ხაზარაძე“, „იაგო“ და იქნებ თითოროლა სხვაც მოძლიერდებიან, შექმნიან ალტერნატივებს, ხოლო ბიძინა მიშას „დროებით“ „სამკურნალოდ“ გაუშვებს ევროპაში. 2028 წელს ქვეყანა მიიღებს პირველ კოალიციურ მთავრობას.
(მოხსენების დასასრული)