ირაკლი კობახიძე: ქართველი ლიბერალი, ზოგადად ლიბერალი, არის შეზღუდული აზროვნების მქონე

ქართველი ლიბერალი, ზოგადად ლიბერალი, არის შეზღუდული აზროვნების მქონე. რაც შეეხება თვითონ განცხადებას. ერთი, თუ რატომ არ იყო სიტყვა “რუსული” ნახსენები. ეს არ იყო რუსული ჯარი, ეს იყო საბჭოთა არმია და ესენი იყვნენ საბჭოთა ჯარისკაცები. იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც 9 აპრილის დემონსტრაცია დაარბიეს და ადამიანები მოკლეს, რუსების გარდა სხვა საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლებიც იყვნენ. მათ შორის ისეთი რესპუბლიკის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილად მიიჩნევიან. იქ რუსების გარდა იყვნენ უკრაინელები, ბალტიისპირელები, შუააზიელები და ა.შ საბჭოთა კავშირი იყო.

ამბობს, ირაკლი რუსთავი 2-ის ეთერში. 9 აპრილს, კობახიძემ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ის წერს, რომ “9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ.”

 

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: ამ გამოცდილებამ, თუნდაც მე, როგორც პოლიტიკოსს და პიროვნებას, კიდევ ბევრი რამ დამანახა ქართველი ადამიანის შესაძლებლობებში. ის რომ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვართ, ჩვენი ასე ვთქვათ, სრულყოფილი სახელმწიფოს შექმნამდე, ბევრი ფაქტორია ამის და ამ გზაზე ვდგავართ