საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ რევაზ ნადარაია აირჩიეს

უწყებაში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ თავმჯდოამრე აირჩეოდა დახურულ სხდომაზე, ფარული კენჭისყრით – შესაბამისად, უცნობია, რამდენმა მოსამართლემ დაუჭირა მას მხარი.
9-წევრიან სასამართლოში სამ მოსამართლეს პრეზიდენტი ნიშნავს, სამს – უზენაესი სასამართლო, სამს კი პარლამენტი. თავმჯდოამრე აირჩევა 5 წლის ვადით, თუმცა მოსამართლეების უფლებამოსილების ვადა 10 წელია.
როგორ მოხვდა რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოში?
ნადარაიამ საკონსტიტუციოს მოსამართლე 8 აპრილიდანაა.
· ის 9 წევრიან პლენუმში უზენაესი სასამართლოს კვოტით მოხვდა, მას შემდეგ, რაც უფლებამოსილების ამოწურვამდე 5 წლით ადრე, 28 მარტს მოსამართლეობაზე უარი თქვა ხვიჩა კიკილაშვილმა;
· ზუსტად ორ დღეში, 30 მარტს მოქმედ თავმჯდომარეს, მერაბ ტურავსა 10-წლიანი ვადა ამოეწურა.
ტურავას შემცვლელის ასარჩევად პარლამენტს სრული შემადგენლობის 3/5, ანუ 90 ხმა სჭირდებოდა, რაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს, კიკილაშვილის შემცვლელი ნადარაია კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა შეარჩიეს.
საკონსტიტუციო სასამართლოში რევაზ ნადარაიას გარდა კიდევ შვიდი მოსამართლეა: მანანა , ევა გოცირიძე, ირინე იმერლიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.
სასამართლო უმნიშვნელოვანესი რგოლია ხელისუფლების შტორებს შორის ბალანსის შესანარჩუნებლად – მას შეუძლია გააუქმოს ნებისმიერი კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მისი გავლით ხდება პრეზიდენტის, პრემიერის ან სხვა მაღალი თანამდებობის პირების იმპიჩმენტი.
ნადარაიამ სამოსამართლეო კარიერა დაიწყო წინა ხელისუფლების („ნაციონალური მოძრაობის“) დროს. 2009-2010 წლებში იყო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამარლე, თუმცა მივლინებით მუშაობდა ს საქალაქო სასამართლოში. სწორედ ამ სასამართლოში გააგრძელა მან მუშაობა მომდევნო წლების განმავლობაში.
· 2010-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
· 2012-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე;
· 2016 წლის თებერვლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
· 2016-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე;
· 2017-2018 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე;
· 2018-2021 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
· 2017-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
· 2019 წლის ოქტომბრიდან იყო საპროკურორო საბჭოს წევრი.
· 2021 წლის ივლისიდან 2025 წლის მარტამდე – უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა დღევანდელი აქცია, რომელიც 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას ეძღვნება – მნიშვნელოვანი დღეა და აქციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვუერთდებით