“დოი ისჯება ამის გამო… ესენი ყველაფერს გაბედავენ… ვისაც ახლა ჰქონია, რომ თავი ქუდში აქვს ძალიან ცდება” – გიგა დათიაშვილი

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ხელოვანები პირველ კომენტარს აკეთებენ.
გიგა დათიაშვილი “ტვ პირველის” ეთერში ამბობს:
“დოი ისჯება იმის გამო, რომ მის მსახიობს სოლიდარობას უცხადებდა ძალიან მოულოდნელი იყო. მაინც, რაღაცნაირად გვეგონა, რომ ამას ვერ გაბედავდნენ, მაგრამ გაბედეს და გაბედავენ ყველაფერს, რასაც გვგონია, რომ ვერ გაბედავენ. ესენი აუცილებლად გაბედავენ და გააკეთებენ. ეს არის იმის დამსახურება, რომ ჩვენ რაღაცნაირად მოვდუნდით და რაღაცნაირად შევეგუეთ. არ მინდა თითების გაშვერა ზოგადად, მაგრამ უმრავლესობას ეხება ეს. ნორმალიზება გავუკეთეთ ამ პროცესებს დავაბრუნეთ ცხოვრებისეული რეჟიმი ისეთ კალაპოტზე, როგორც იყო აქამდე, რუსთველზე ხალხი შემცირდა. ჩვენ მივეცით ამათ მაგის ლეგიტიმაცია ამათ, რომ ეს გაებედათ და გაეკეთებინათ. ასე მოუწევს ყველა ადამიანს, ვინც ამ სისტემის წინააღმდეგ იყო დაპირისპირებული, ვისაც ახლა ჰქონია, რომ თავი ქუდში აქვს ძალიან ცდება. “

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერმა, კულტურის მინისტრის თანამდებობიდან თინათინ რუხაძის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა – ასევე, გაათავისუფლა მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე და ამ პოსტზე მიხეილ კიკნაძე დანიშნა

პეტრე ცისკარიშვილი – 7 ნოემბრის საქმე იწელება, რადგან „ოცნებამ“ თავის მხარდამჭერებს, უთხრას: „შურს ვიძიებთ თქვენი მიტინგის დაშლისთვის“ – საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან და იმასთან, რომ თუ „ოცნების“ მომხრე ხარ, გაქვს უფლება, რომ ვიღაცაზე იძალადო