კაია კალასი “გრანტების შესახებ კანონში” ცვლილებებზე – “ძირს უთხრის კანდიდატის სტატუსს”

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი ეხმაურება “ქართული ოცნების” მიერ “გრანტების შესახებ კანონში” შეტანილი ცვლილებების დამტკიცებას და თვლის, რომ ეს ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს:
“დღეს საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც კიდევ უფრო ავიწროებს სამოქალაქო სივრცეს. დაჩქარებულად და კონსულტაციების გარეშე მიღებული კანონი დაემატა ბოლოდროინდელ რეპრესიულ კანონმდებლობას. ეს ნაბიჯები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსა და დემოკრატიის ძირითად პრინციპებს”, – წერს კაია კალასი X-ზე.
16 აპრილს “ქართული ოცნების” პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები “გრანტების შესახებ კანონში”. ამ ცვლილებების მიხედვით, გრანტის გაცემისთვის აუცილებელი იქნება მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. დაისჯება უნებართვო გრანტის მიმღები ორგანიზაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერმა, კულტურის მინისტრის თანამდებობიდან თინათინ რუხაძის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა – ასევე, გაათავისუფლა მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე და ამ პოსტზე მიხეილ კიკნაძე დანიშნა

პეტრე ცისკარიშვილი – 7 ნოემბრის საქმე იწელება, რადგან „ოცნებამ“ თავის მხარდამჭერებს, უთხრას: „შურს ვიძიებთ თქვენი მიტინგის დაშლისთვის“ – საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან და იმასთან, რომ თუ „ოცნების“ მომხრე ხარ, გაქვს უფლება, რომ ვიღაცაზე იძალადო