“ტაში, ფარდა??? ნუთუ ასე უნდა დასრულდეს ჯაბას ამბავი?” – ბაია პატარაია

დღეს წავიკითხე ამბავი ჯაბაზე, კაცზე, რომელმაც მთელი ქვეყანა ააწრიალა, რათა ეპოვნა ცოფიანი ძაღლის მიერ დაკაწრული ბავშვი. ყველაფერი გააკეთა და იპოვნა! ტაში, ფარდა… ფარდა??? ნუთუ ასე უნდა დასრულდეს ჯაბას ამბავი?
ნუთუ არ დადგა დრო, რომ ამხელა მობილიზაცია ერთხელ და ძლიერად მიემართოს მთავარ ადრესატს – ხელისუფლებას?! როდემდე უნდა ეკიდოს ფეხზე მმართველ ორგანოებს მიუსაფარი ცხოველები? მათი უკონტროლო გამრავლება? მერე მათი ინფიცირება? მერე ცოფის გავრცელება? ცოფს რომ გავეშვათ, ისე მომრავლდა ზოგიერთ სოფელსა თუ ქალაქში ქუჩის ძაღლების რიცხვი, რომ ხროვად დადიან და სხვა საფრთხეებიც ჩნდება. ვისაც ცხოველი არ ეცოდება და მხოლოდ ადამიანი ეცოდება, ისიც ხომ წუხს? და ითხოვს კი საკითხის მოგვარებას ხალხი? თუ მხოლოდ რამდენიმე ცხოველთა დამცველზეა შეტოვებული ამდენი პრობლემა? კონკრეტული მოთხოვნები უნდა წავუყენოთ მუნიციპლატიტეტებს, ფულს რომ უაზროდ ხარჯავენ კონცერტებში: – გამოყონ სახსრები სავალდებულო სტერილიზაციისთვის; – გამოყონ სახსრები სავალდებულო ვაქცინაციისთვის; – გამოყონ სახსრები მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრებისთვის; გგონიათ, ძალიან რთულია ამ პრობლემის მოგვარება? არა. უბრალოდ, პოლიტიკური ნება არ არის და ჩვენ უნდა გავაჩინოთ ეს ნება!
მოსთხოვეთ ყველა პუნიციპალიტეტს მიხედონ მიუსაფარ ცხოველებს! მოითხოვეთ ყველამ!

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – დარწმუნებული ვარ, ოპოზიციაში კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმება შედგება, პრობლემა ნამდვილად არ იქნება – ოპოზიციურ პარტნიორებთან გვექნება კომუნიკაცია, ყველას აზრი გვაინტერესებს

თინა ბოკუჩავა – ისტორიული არჩევნების შემდეგ დაუშვებელია მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ სახელისუფლებო ვაკუუმი შეიქმნას, მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება – კონკრეტულ სახელ-გვარზე საუბარი არ ყოფილა