ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი – სატარიფო და სავაჭრო ომში გამარჯვებულები არ არიან – ეს სატარიფო ომი აშშ-ის მიერ იყო ინიცირებული და ჩინეთმა აუცილებელი საპასუხო ზომები მიიღო

სატარიფო და სავაჭრო ომში გამარჯვებულები არ არიან, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა განაცხადა.
„ჩინეთს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მას ბრძოლის არასდროს ეშინია. ჩინეთმა არაერთხელ გამოხატა თავისი მკაცრი პოზიცია ტარიფებთან დაკავშირებით. ეს სატარიფო ომი -ს მიერ იყო ინიცირებული და ჩინეთმა აუცილებელი საპასუხო ზომები მიიღო“, – განაცხადა ლინ ძიანმა.
მისი თქმით, პეკინის მიერ მიღებული საპასუხო ზომები ჩინეთის ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლიანობის დასაცავად აუცილებელია.
ცნობისთვის, თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საპასუხო ზომების შედეგად, აშშ-ში ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული ჯამური ტარიფები შესაძლოა, 245%-ს შეადგენდეს.