სლოვაკეთსა და მალაიზიაში საქართველოს ახალი ელჩები ეყოლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი , ს რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კონსტანტინე ქვაჩაკიძის დანიშვნასთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილს მიმართავს.
შესაბამისი განკარგულება მთავრობის მეთაურმა უკვე გამოსცა.
ამასთან, ის ასევე მიმართავს მიხეილ ყაველაშვილს კონსტანტინე ქვაჩაკიძე, რომელიც ამჟამად კვიპროსის რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობას იკავებს, გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან.
„2025 წლის პირველი მაისიდან სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს კონსტანტინე ქვაჩაკიძის კანდიდატურა.
წარედგინოს პრეზიდენტს წინადადება, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის გამო, 2025 წლის პირველი მაისიდან კონსტანტინე ქვაჩაკიძის კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“, – წერია მთავრობის განკარგულებებში.
გარდა ამისა, მთავრობის მეთაურის კიდევ ერთი განკარგულების მიხედვით, მიხეილ ყაველაშვილს მალაიზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ირაკლი ასაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებითაც მიმართავს.
„20 აპრილიდან მალაიზიაში ელჩის თანამდებობაზე პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს ირაკლი ასაშვილის კანდიდატურა“,- წერია დოკუმენტში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას