მიხეილ ყაველაშვილი 28-29 აპრილს სომხეთს ეწვევა

მიხეილ ყაველაშვილი 28-29 აპრილს სომხეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად შესაბამისი წინადადებით მან მთავრობას უკვე მიმართა.
როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ს შეხვედრები სომხეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან და უმაღლეს პატრიარქთან.
„საქართველოს პრეზიდენტს მიეცეს თანხმობა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პრემიერ -მინისტრთან, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან და უმაღლეს პატრიარქთან შეხვედრების გამართვის მიზნით, 2025 წლის 28-29 აპრილს სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებულ წერილით წარმოდგენილ წინადადებაზე“, – წერია დოკუმენტში.