ბელგიაში საშობაო ბაზრობაზე ნაძვის ხის წაქცევის შედეგად ქალი დაიღუპა

ბელგიის ქალაქ ოუდენარდესის მთავარ მოედანზე დამონტაჟებული ნაძვის ხე წაიქცა, შედეგად ქალი დაიღუპა და ორი ადამიანი დაშავდა.
ბელგიური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, შემთხვევა უსაფრთხოების კამერებმა გადაიღეს, სადაც ჩანს რომ ქალაქის ისტორიულ მოედანზე 20 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე ნელ-ნელა იხრება, შემდეგ კი საშობაო ბაზრობის გვერდით ეცემა.
ოოსტ-ვლაანდერენის პროვინციის პროკურორის სპიკერის განმარტებით უბედური შემთხვევის მსხვერპლი 63 წლის ქალი აღმოჩნდა, რომელიც ამავე ქალაქში ცხოვრობდა.

ასევე დაგაინტერესებთ