თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჩინეთისთვის დაწესებული სავაჭრო ტარიფი, შესაძლოა, 245%-მდე გაიზარდოს

აშშ-მა შესაძლოა ჩინეთისთვის ტარიფი 245%-მდე გაზარდოს. ინფორმაცია ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „განთავისუფლების დღეს“, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დააწესა 10%-იანი ტარიფი ყველა ქვეყნისთვის. ასევე ინდივიდუალური, უფრო მაღალი ტარიფები იმ ქვეყნებისთვის, რომლებთანაც შეერთებულ შტატებს აქვს სავაჭრო დეფიციტი.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ 75-ზე მეტი ქვეყანას სურს ვაშინგტონთან ახალი სავაჭრო შეთანხმებების განხილვა, რის შემდეგაც ტრამპმა დროებით შეაჩერა ინდივიდუალური ტარიფები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მოლაპარაკებებზე დათანხმდნენ. გამონაკლისი იყო ჩინეთი, რომელმაც საპასუხო ზომები მიიღო.
„ამ ქმედებების შედეგად, ჩინეთს ახლა ემუქრება აშშ-ში იმპორტზე 245%-მდე ტარიფი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამჟამად ჩინეთისთვის 145%-იანი ტარიფი მოქმედებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა