მარკო რუბიო და სტივ უიტკოფი საფრანგეთს ეწვევიან

-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი საფრანგეთს ეწვევიან, სადაც უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Politico-ს ცნობით, მარკო რუბიო და სტივ უიტკოფი საფრანგეთში მიმდინარე კვირაში ჩავლენ და ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებებს უკრაინის, ირანისა და სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გამართავენ.
მოსალოდნელია, რომ ვიზიტის ფარგლებში სტივ უიტკოფი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება, ხოლო მარკო რუბიო მოლაპარაკებებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჟან-ნოელ ბაროსთან გამართავს.
გამოცემის ინფორმაციით, პარიზში ვიზიტის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აფრიკაში გაემგზავრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი