ტრამპი „თვითდეპორტაციის პროგრამის“ ფარგლებში მიგრანტებისთვის ფულადი დახმარების შეთავაზებას გეგმავს – Reuters

-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აპირებს ახალი პროგრამის წარდგენას, რომელიც ფულად დახმარებას შესთავაზებს ქვეყანაში უკანონოდ მყოფ მიგრანტებს ნებაყოფლობით ქვეყნიდან გამგზავრებისთვის.
ტრამპმა განაცხადა, რომ ასეთი „თვითდეპორტაციის პროგრამა“ მოიცავს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას და მოგვიანებით ქვეყანაში კანონიერად დაბრუნების შესაძლებლობას.
„ჩვენ მათ მივცემთ სტიპენდიას. ჩვენ მათ მივცემთ გარკვეულ თანხას და ავიაბილეთს, შემდეგ კი ვითანამშრომლებთ მათთან. თუ ისინი კარგები არიან, თუ მოგვინდება მათი უკან დაბრუნება, ჩვენ ვიმუშავებთ მათთან, რომ რაც შეიძლება, სწრაფად დავაბრუნოთ უკან“, – განაცხადა ტრამპმა.
მანამდე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ წარადგინა ახალი აპლიკაცია, რომელიც -ში უკანონოდ მყოფ მიგრანტებს, დაკავებისა და დეპორტაციის ნაცვლად, „თვითდეპორტაციის“ საშუალებას მისცემს.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა