თეთრი სახლის პრესსპიკერი – დონალდ ტრამპს სჯერა, რომ რუსეთს ომის დასრულება სურს

დონალდ ტრამპს სჯერა, რომ რუსეთს ომის დასრულება სურს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, გასულ პარასკევს, სანქტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და -ის პრეზიდენტის, ს სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის „პროდუქტიული საუბარი“ შედგა.
„სტივ უიტკოფსა და დონალდ ტრამპს სჯერათ, რომ რუსეთს ამ ომის დასრულება სურს. რუსეთისთვის მოტივი არსებობს იმისთვის, რომ ეს ომი დაასრულოს და შესაძლოა, ეს აშშ-თან ეკონომიკური პარტნიორობა იყოს. მაგრამ, პირველ რიგში ჩვენ ცეცხლის შეწყვეტა უნდა ვნახოთ და პრეზიდენტმა და სპეციალურმა წარმომადგენელმა, უიტკოფმა რუსებს ეს ნათლად განუცხადეს“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში პროგრესია.
„ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და შეხვედრის ბოლოს ჩვენ იქამდე მივედით, რაც მუდმივი მშვიდობის მისაღწევად პუტინის მოთხოვნას წარმოადგენს. ჩვენ პასუხი მივიღეთ. სამშვიდობო შეთანხმება ე.წ. ხუთი ტერიტორიის შესახებ არის“, – განაცხადა სტივ უიტკოფმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას