ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები მოუხსნა ორბანის მთავრობის მაღალჩინოსანს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები მოუხსნა უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსანს, პრემიერ-მინისტრის კაბინეტის ხელმძღვანელ ანტალ როგანს. ის პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ იყო სანქცირებული კორუფციაში სავარაუდო მონაწილეობის გამო.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ტემი ბრიუსის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა რუბიომ გადაწყვეტილება 15 აპრილს, სატელეფონო საუბრისას აცნობა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სიიარტოს და აღნიშნა, რომ სანქცირებულთა სიაში როგანის შემდგომი ყოფნა არ შეესაბამება -ის საგარეო პოლიტიკის ინტერესებს.
ანტალ როგანი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის კაბინეტს 2015 წლიდან ხელმძღვანელობს.
როგანს, რომელიც ეჭვმიტანილია უნგრეთში კორუფციულ სქემებში მონაწილეობაში, -ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ფინანსური და სავიზო სანქციები 2025 წლის 7 იანვარს, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე დაუწესა. უნგრეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერია და კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთანაც.