საბა ბუაძე: ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ეს არჩევნები გახდეს ივანიშვილის მარცხის გაფორმების ასპარეზი

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის თქმით, უნდა გახდეს ივანიშვილის მარცხის აღიარების გაფორმების ასპარეზი.

ბუაძე მიიჩნევს, რომ “საზოგადოებრივი წინააღმდეგობა მნიშვნელოვანია და არანაირი შემოთავაზება რელევანტური არ არის.“

“თუ ივანიშვილმა გამოაცხადა ისეთი არჩევნები, რომელიც და როგორიც მას უნდა, ეს იქნება იმისი სიმპტომი, რომ ეს ძალა არ არის ჩამოშლილი“, – თქვა ბუაძემ გადაცემა “რეაქციაში“.

ეს არჩევნები უნდა იყოს ივანიშვილის მარცხის გაფორმების არჩევნები, თუ ივანიშვილმა გამოაცხადა ისეთი არჩევნები, რომელიც და როგორიც მას უნდა, ეს იქნება იმისი სიმპტომი, რომ ეს ძალა არ არის ჩამოშლილი და ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ეს არჩევნები გახდეს მათი მარცხის აღიარების გაფორმების ასპარეზი და არა ის არჩევნები, სადაც ჩვენ და “ოცნება“ შევეჯიბრებით ერთმანეთს. ამიტომ არის საზოგადოებრივი წინააღმდეგობა მნიშვნელოვანი, ამიტომ არანაირი შემოთავაზება აქ რელევანტური არ არის. იმაზე საუბარი, 5 თვის შემდეგ რა იქნება, ეს პროცესი როგორ წავა და წინასწარ ამ პროცესის დამარცხებულად გამოცხადება, არის უსამართლობა იმ ხალხთან, რომელიც ასეთი ბრძოლის მაგალითს იძლევა,- განაცხადა ბუაძემ.