გიორგი გახარია არ პასუხობს კითხვას, გაარკვია თუ არა, პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ მაინც, ვინ გასცა რეზინის ტყვიების სროლის ბრძანება 2019 წლის 20 ივნისს.
“როგორც არ უნდა მოუტრიალდეთ, მე აბსოლუტურად გააზრებული, სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხი მაქვს ამ კითხვაზე“,- თქვა გახარიამ გადაცრემა “რეაქციაში“.
ჟურნალისტის კითხვაზე, საერთოდ არ შეეცადა, როგორც ძალოვანი მინისტრი, გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ბერკეტი და გაერკვია, ვინ გასცა ეს ბრძანება, გახარია ამბობს, რომ “არა“.
მე სრულფასოვანი ნაწილი ვიყავი ამ გუნდის და როგორც ყველა ჩვეულებრივი ადამიანი, ყველას და ყველაფერს ვეფარებოდი, ვიცავდი. პასუხისმგებლობსი ჩემ თავზე აღება ჩემთვის პრობლემა არ იყო. მე არავინ შემიწუხებია და არავინ გადამიცია“, – დასძინა მან.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თეა წულუკიანის კომისიაზე თქვა, რომ 2019 წლის 20 ივნისის ე.წ. გავრილოვის ღამეს რეზინის ტყვიები მისი ბრძანებით არ გამოუყენებიათ, თუმცა მისივე მტკიცებით, მისთვის უცნობია, ვისი გადაწყვეტილებით გამოიყენეს სპეციალური საშუალებები.