ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტი ქართველი ხალხისთვის საერთაშორისო დახმარების აკრძალვას ცდილობს, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“მნიშვნელობა არ აქვს ეს ყალბი პარლამენტი რას ამბობს, ჩვენ არასდროს შევწყვეტთ დახმარებას. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გზაა წინ!” , – წერს უილსონი.
