გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი რკინის ჯებირს შეეჯახა, რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
