“აი, ასეთია ჩემი ცხოვრება სულ – გარშემო ქაოსი და მე მაინც თეთრ კაბაში” – ნანიკო ხაზარაძის შთამბეჭდავი ფოტოები თეთრ კაბაში – Marao

ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძეს მაყურებელი წლებია ტელეკრანებიდან იცნობს. ჟურნალისტი მუდამ გულახდილად საუბრობს მისთვის მნიშვნელოვან თემებზე. ტელევიზიის გარდა, მონაწილეობა მიღებული აქვს სხვადასხვა ფილმში. ბოლო დროს ხშირად შეხვდებოდით პირად ცხოვრებასთან და მამის დაავადებასთან დაკავშირებულ სტატიებსაც.
მას შემდეგ, რაც პირველი ქორწინება ლევან ნუცუბიძესთან განქორწინებით მალევე დასრულდა (ტელეწამყვანს მისგან ქალიშვილი ლილუ ნუცუბიძე ჰყავს), პირად ურთიერთობაზე საჯაროდ საუბარს ერიდებოდა. ამიტომ ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო, როდესაც 5-წლიანი ურთიერთობის შემდგომ საზოგადოებას თავისი რჩეული, ფსიქოლოგი ლევან მათითაშვილი წარუდგინა, როგორც მეუღლე. დიდხნიანი დუმილის შემდეგ „იმედის დილის“ სიუჟეტში ერთმანეთის გაცნობის ისტორიასაც მოჰყვნენ – ლევანის თქმით, ნანიკო ყოველთვის ახსოვდა, რადგან მასზე 6 წლით დიდია და როდესაც ბავშვი იყო, მის ცხოვრებას მუდამ თვალს ადევნებდა. აღმოჩნდა, რომ ლევანის ექიმი ბავშვობაში ნანიკოს ბებია იყო. ტელეწამყვანის ყურადღება კი ეთერში მისი ძმის, ცნობილი პლასტიკური ქირურგის, კოტე მათითაშვილის სტუმრობის შემდეგ დაიმსახურა. „მახსოვს მისი პირველად მოწერილი წერილი. მთელი ცხოვრებაა მომწონხარ და როგორ არ დადგა ის დღე, რომ უშუალოდ გაგიცნოო. მეც ძალიან მშვიდად მივწერე, ალბათ, ეს დღე არც ახლა დამდგარა-მეთქი და დავემშვიდობე. მეორე დღეს ეთერში მისი ძმა, ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი გვყავდა. უცებ გვარმა ჩამაფიქრა და საღამოს მივწერე, კოტე მათითაშვილი შენი ვინ არის-მეთქი. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მიხარია, რომ საოცრად კარგი ადამიანი გავიცანი“ – იხსენებდა ნანიკო ხაზარაძე.
განსაკუთრებული ურთიერთობისა და სიყვარულის მიუხედავად, წყვილი დაშორდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში სტატუსი განათავსა მას შემდეგ, რაც გამვლელისგან უსიამოვნო რეპლიკა მოისმინა – „ალბათ, ამიტომ დაგშორდა ქმარი.“
“მეც შე­ვა­ჯა­მებ წელს, წელს კი არა, 10 წელს. ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა დას­რულ­და, თან ზუს­ტად ისე დას­რულ­და, რო­გორც და­ი­წყო. მარ­თლა არ ვიცი, რო­დის და რო­გორ და­ი­წყო. არც ის ვიცი, რო­დის შევ­ხვდი პირ­ვე­ლად: არც ის ვიცი, რო­დის და­ვი­წყეთ ერ­თად ცხოვ­რე­ბა, არ ვიცი! არც ერთი თა­რი­ღი არ ვიცი, არ­ც ერ­თი! ვიცი მხო­ლოდ, ბევ­რი ვიბ­რძო­ლეთ და ვიბ­რძო­ლე ამ ყვე­ლაფ­რის­თვის. არც ახლა ვიცი, რო­დი­დან და რო­გორ არ ვართ ერ­თად. მხო­ლოდ ერთი რამე ვიცი ზუს­ტად, ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო; თუ რა­ტომ, ეს ორი­ვემ კარ­გად ვი­ცით და არ ვი­ცო­დით მა­შინ, მხო­ლოდ ვგრძნობ­დი მე და ამას სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი ლე­ვანს, ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ის ძა­ლი­ან შე­იც­ვლე­ბო­და, დავ­ნაძ­ლევ­დით კი­დეც. ალ­ბათ, ამი­ტო­მაც და­ვი­წყეთ ურ­თი­ერ­თო­ბა, დიდი წი­ნა­ღო­ბის მი­უ­ხე­და­ვად.
ჩვენ ფო­ტოც კი არ გვაქვს, სა­დაც ის ან მე ვკოც­ნით ერ­თმა­ნეთს, ან, თუნ­დაც, ვე­ხუ­ტე­ბით. ლე­ვა­ნის მშობ­ლე­ბი, მგო­ნი, შარ­შან­წინ გა­ვი­ცა­ნი… არც ქორ­წი­ლი, არც არა­ფე­რი… ლე­ვა­ნი დე­ი­და­ჩემს და დე­ი­დაშ­ვი­ლებს ახ­ლაც კი არ იც­ნობს, მარ­თლა უც­ნა­უ­რია. არადა, არადა, არადა… იყო და არა იყო რა, აბა, შენ იცი, ლე­ვან, კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტი ხარ და გა­აგ­რძე­ლე ხალ­ხის დახ­მა­რე­ბა. ლე­ვან, თეა, წარ­მა­ტე­ბა ახალ საქ­მე­ში. აბა, მე ვიცი… გუ­შინ ქუ­ჩა­ში გო­გო­ნა მლან­ძღავ­და და მო­მა­ძა­ხა, ამი­ტო­მაც გა­გექ­ცა ქმა­რიო. ამი­ტომ ვწერ, კი­დევ რომ არ მო­მა­ძა­ხოთ. ამით ვას­რუ­ლებ წელს და გა­ურ­კვევ­ლო­ბას…“ – წერდა ნანიკო.
რაც შეეხება მამასთან ურთიერთობას, გარკვეული პერიოდი სოციალურ ქსელებში მის დაავადებასთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან დიდი აჟიოტაჟი იყო, რადგან ტელეწამყვანმა, მშობლის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი პანსიონში მომვლელის თანხლებით გადაყვანა არჩია, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი სახლში თუნდაც ექიმთან ერთად დატოვება საფრთხის შემცველი იყო. ნანიკო ხაზარაძემ რამდენიმე წლის წინ საჯაროდ ისაუბრა მამის ჯანმრთელობის პრობლემებზე, რომელსაც დემენცია აქვს. ტელეწამყვანი მამაზე ხშირად წერს სოციალურ ქსელში პოსტებს.
„ახლა მა­მა­ჩე­მი თავს არა­ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გრძნობს, მღე­რის, უკ­რავს, ცეკ­ვავს, ლექ­სებს კი­თხუ­ლობს, ქალი მოს­წონს, ქა­ლებს მოს­წონთ, ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობს, რთუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი ჰყავს, ოპე­რა­ცი­ებს გეგ­მავს და რაც მთა­ვა­რია, ხელ­ფა­სი აქვს. ის დღეს ბედ­ნი­ე­რია და ამის­თვის დიდი მად­ლო­ბა მა­ი­ას. ეს – მა­ი­ა­კოვ­სკის ქარ­თულ-რუ­სუ­ლი ლექ­სი, დაკ­ვრა და მე­დი­ცი­ნაა მისი მთა­ვა­რი ვნე­ბა ახლა“, – წერს პანსიონატში მყოფი მამის მდგომარეობასთან დაკავშირებით ნანიკო.
ამჯერად ნანიკო სოციალურ ქსელში ფოტოებს თეთრი კაბით აქვეყნებს: “აი, ასეთია ჩემი ცხოვრება სულ – გარშემო ქაოსი და მე მაინც თეთრ კაბაში”, – წერს ნანიკო.