WSJ: ამერიკელი მაღალჩინოსნების ნაწილი ტრამპს ურჩევს მოსკოვისადმი მიდგომა გაამკაცროს

აშშ-ის პრეზიდენტ ს ადმინისტრაციის ზოგიერთი მაღალჩინოსანი სკეპტიკურადაა განწყობილი პუტინის მიერ ში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მიმართ და ტრამპს ურჩევენ მოსკოვისადმი გაცილებით მკაცრ მიდგომას. ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal-ი წერს.
გამოცემის წყაროთა თანახმად, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი არიან იმ მაღალჩინოსნებს შორის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პუტინი რეალურად არ არის დაინტერესებული საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტით.
ისინი პრეზიდენტ ტრამპს ურჩევენ, მკაცრი პოზიცია დაიკავოს უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის შესახებ მოსკოვის მოთხოვნის მიმართ.
ამასთან, როგორც Wall Street Journal-ი წერს, ტრამპი იზიარებს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მოსაზრებას, რომ პუტინს უკრაინაში მშვიდობა სურს. უიტკოფი, რომელიც მარტსა და აპრილში ს პრეზიდენტს ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი პეტერბურგში შეხვდა, იმ ამერიკელ მაღალჩინოსნებს შორისაა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მშვიდობის სანაცვლოდ უკრაინამ ტერიტორიები უნდა დათმოს.
-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მცდელობებს, უკრაინაში ომი დაასრულოს, რეალური შედეგი ჯერჯერობით არ მოჰყოლია.
უკრაინასა და აშშ-ს შორის საუდის არაბეთში 11 მარტს გამართული მოლაპარაკების შედეგად უკრაინა დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ. რუსეთს ამ შეთანხმებაზე თანხმობა არ უთქვამს.
აშშ-ის წარმომადგენლებმა უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებთან საუდის არაბეთში მოლაპარაკებები გამართეს 23-25 მარტსაც. თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფაზე, ძალის გამოყენების აღმოფხვრასა და კომერციული გემების სამხედრო მიზნებით გამოყენების აღკვეთაზე.
თავის მხრივ, კრემლმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ძალის გამოუყენებლობის პუნქტი ამოქმედდება მას შემდეგ, რაც გაუქმდება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ნაწილი.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ს ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
· პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
· უკრაინას, რომელიც თავისი ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას არ აპირებს, მიზნებად გამოცხადებული აქვს ნატოსა და ევროკავშირის წევრობა და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიები მიღება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: ხომ წარმოუდგენელია, რუსულმა რეჟიმმა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა და მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ნებართვა გასცეს საკუთარი დანაშაულების მხილებაზე, რომ კი, მილიონები მოვიპარე

გიგი უგულავა – „ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ადგილობრივ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია მათი სურვილი, რისი დამთმობები არიან – დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ