პროკურატურამ გივი თარგამაძეს ბრალი წარუდგინა – პოლიტიკოსის სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება, სადაც მხარეები აღკვეთი ღონისძიების სახეზე იმსჯელებენ.
თარგამაძეს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა ბრალი, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ცნობისთვის, გივი თარგამაძე ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 3 აპრილს დაიბარეს. მან გამოცხადებაზე უარი განაცხადა. გივი თარგამაძე 11 აპრილს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.
