“პუტინმა და ივანიშვილმა გადაწყვიტეს, წულუკიანის საშუალებით გაზომონ ქართველი პრადვინუტების უთავმოყვარეობის დონე.
აი, იმ ხალხის, ნაცი-ქოცი ერთიაო რომ გაიძახის.
-ვინც კაციჭამია აფრასიძეები მოგაშორათ და ვინც კაციჭამიების გამართლებას ცდილობს, ერთია, ხო?
-ვინც ქვეყნის ღირსების გადამრჩენი გმირად შერაცხა და ვინც ანწუხელიძე მეორედ აწამა და მოკლა, ერთია, ხო?
ხოდა, შეირგეთ ახლა ეგ განავალი, როგორც მოგიხერხდებათ.
ფუტკარს და ბზიკს ერთმანეთისგან ვერ არჩევთ კი არა, განავალს და შოკოლადს შორის ტოლობას სვამთ გულის ამრევი ამპარტავნებით. თქვენზე ახია და მეტიც მოგიხდებოდათ.
აბა, ჩემთვის წულუკიანის კომისია ისეთივე ცარიელი სიბინძურეა, როგორც კოსმოსური ნაგავი.
მე და ჩემნაირებს სულ ცალ წიხლზე გვკიდია მაგათი “დასკვნები”.
ერთგვარი ექსპერიმენტივითაა სადამდე მივა მისი აღვირახსნილობა და თქვენი ხეპრე, მხდალი და უტვინო ყოფა.
შუაშისტებო, ექსქოცებო, პოლიტიკურო ტლუებო, მიშაფობებო, აგენტებო, რეგვნებო, უვიცებო და ობსესიურო პატივმოყვარეებო, (ანუ, “ნაცი-ქოცი ერთია” ერთობავ) შემდეგი გაჩერება სათქვენო იქნება, ენმ-ს აკრძალავენ და გაიხარებთ. ეს იქნება თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა და სიამოვნება. ამ “სვლა- გეზით” ხომ ამტვრიეთ კრამიტები აქამდე და რასაც ახლა მოიგებთ არავის გაუყოთ!”- წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერი მაია ნადირაძე.