ჩეხეთის შს მინისტრი – პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან

პრაღაში, უნივერსიტეტში გუშინ მომხდარი სროლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილია თავად თავდამსხმელიც, – ამის შესახებ ჩეხეთის პოლიციამ განაცხადა.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 25 ადამიანი, მათ შორის უცხოეთის სამი მოქალაქე, კერძოდ, ორი – არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ერთი ნიდერლანდებიდან. ჩეხეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელმა კიდევ სამი ადამიანი ქუჩაში დაჭრა.
ამასთან, განცხადება გაავრცელა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტ რაკუშანმაც. მისი თქმით, დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე