ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

„ინფო რუსთავის” ინფორმაციით, რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.