პოჩეტინო: ზამთარში რამდენიმე ფეხბურთელს შევიძენთ

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი გუნდი ზამთარში რამდენიმე მოთამაშეს შეიძენს.
“ამაზე ვმუშაობთ, სამიზნეები კი ახალგაზრდა ტალანტები არიან. გუნდს ტრანსფერები, განსაკუთრებით კი, ფორვარდი სჭირდება”, – განაცხადა პოჩეტინომ.
შეგახსენებთ, 2022 წელს “არისტოკრატები” ამერიკელმა ბიზნესმენმა ტოდ ბოელიმ შეიძინა, კლუბმა კი, ამ პერიოდიდან მოყოლებული, ტრანსფერებში 1 მილიარდ ევროზე მეტი გადაიხადა.
“ჩელსი” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 22 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში