პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა
15-16 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა, – ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი უმასპინძლებს. დაგეგმილია მაღალი დონის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და პარლამენტის წევრები – გივი მიქანაძე, ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი შედიან“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში