„თქვენ ამბობდით , რომ დღეს, ამ პირობებში, ამ გარემოში ამ შტერი მელიას დაკავებას აზრი არ აქვს“ – გახარია წულუკიანს

გიორგი გახარიამ წულუკიანის კომისიაზე განაცხადა:
„იმ ღამეს დაიწყო საპოლიციო ძალების მომზადება და რაღაც მომენტში მე გამიჩნდა აზრი, რომ დავიწყოთ საუბარი, იქნებ დღეს კი არ დავაკავოთ გამთენიისას, დავაკავოთ ხვალ საღამოს, ან ზეგ საღამოს. დღეებზე იყო აქ საუბარი. იქ დაპირება იყო გაცემული, რომ დასაკავებელია და ამ დაპირებას მე ყოველთვის ვასრულებდი და შევასრულებდი.
ამის შემდეგ, ვუკავშირდები პოლიტსაბჭოს ყველა წევრს, ვუკავშირდები მთავრობის ყველა წევრს და ვეუბნები, რომ მეგობრებო დილით ადრე, 8 საათი შემოგთავაზეთ თუ არ ვცდები, პოლიტსაბჭოს სხდომა ხომ არ მოვაწყოთ , რომ როგორ გავაკეთოთ, იმიტომ, რომ რეალურად, დავინახე სერიოზული შეჯახების რისკი არსებობდა.
ამასობაში მე ჩემი კაბინეტის წევრებთან – შს მინისტრთან, სუს-თან, ყველასთან კავშირზე ვარ, ინფორმაციები მომდის. ამ მიწერილზე ქალბატონმა თეამ, მე ეს ტექსტები მახსოვს- როდესაც თქვენ ამბობდით , რომ დღეს, ამ პირობებში, ამ გარემოში ამ შტერი მელიას დაკავებას აზრი არ აქვს , ამიტომ ჯობია ეს გადავავადოთ, რამდენი ხანიც საჭიროა, რომ დაწყნარდეს სიტუაცია . ვციტირებ, თქვენ მოიწერეთ ეს – თუ საჭიროა ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისს პენიტენციური დაწესებულების ნომერი მივანიჭოთ…ამის შემდეგ ბევრი, პოლიტსაბჭოს და მთავრობის წევრებიც, მე არ ვიტყვი ახლა უმრავლესობას , მაგრამ ძალიან ბევრი იყო ჩემს აზრზე. მერ უცებ ეს ხალხი ყველა გაქრა. ეს იყო ის უხილავი კაცის ხელი. ამის შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ შს მინისტრი რომელიც მთავრობის ხელმძღვანელს უნდა ექვემდებარებოდეს , რომელსაც ვესაუბრებოდი და ვეკითხებოდი – აბა გდდ-ის ძალებში რა ხდება? უბრალოდ სიმართლეს ვერ მეუბნებოდა. მარტივი რამ მოხდა – პროცესის სამართავად , მე არ ვიცი კონკრეტულად თქვენთან თუ სხვა ყველასთან, შემოვიდა ივანიშვილი, რომელმაც ეს პროცესი თავიდან ბოლომდე წაიღო თავის თავზე და დაიწყო ამ პროცესის მართვა. მე ეს ფაქტებით ვიცი და ჩემი გადადგომა იმით კი არ იყო გამოწვეული, რომ მელია არ უნდა დაგვეკავებინა, ჩემი გადადგომა გამოწვეული იყო იმით, რომ არც თქვენ, არც საქართველოს მოქალაქეებს პრემიერი და მინისტრები, რომელსაც უმართავს ადამიანი რომელმაც 1 თვის წინ თქვა, რომ პოლიტიკიდან მივდივარ, ასეთი პრემიერი არავის აღარ სჭირდებოდა.”

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება