„ნაცებს“ რომ გაურიგდით და მიგვატოვეთ ლიდერმა, რომელსაც კარტ-ბლანში გქონდათ“ – წულუკიანი გახარიას

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, გიორგი გახარია, მისი მინისტრობისას, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობის ფაქტზე პასუხობდა კითხვებს, თუმცა თეა წულუკიანმა ის „განზრახ ცრუ ჩვენების“ მიცემაში დაადანაშაულა.
„მოგიწოდებთ, რომ ის მაინც თქვათ „დიდი ხანია აღარ ვარ მინისტრი, არ ვიცი, დღეს, რა ხდება“. გეუბნებით, მე, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი, რომელმაც ცოტა მეტი შეიძლება ვიცოდე, ვიდრე თქვენ, ქუჩაში მდგარმა ოპოზიციამ, იმავდროულად დეპუტატმა – ვერ გავიგეთ, ფიბრიდული სტატუსი გაქვთ, რაღაცა“- მიმართა წულუკიანმა გახარიას.
„იცით, ქუჩაში, რა კარგია? „ქუჩაში“ რაღაც ისე იძახით, თითქოს, ქუჩაში ნორმალური ადამიანები არ იდგნენ“, – აღნიშნა გახარიამ.
„ქუჩაში კარგი თუ არის, ჩაიცუცქეთ და იყავით. ქუჩაში მე ვიყავი, ქუჩიდან მოვედი მე ოპოზიციაში, მაშინ, როდესაც თქვენ სად იჯექით თბილად გერმანიაში, არ ვიცი და იმ „ნაცებს“ ვებრძოდი, რომლებიც მოსაკლავად დამდევდნენ“, – უპასუხა წულუკიანმა გახარიას. თავს მხრივ, გახარიამ უპასუხა, რომ „ნაცები“ გვერდზე მოისვეს, რომლებსაც ახლა კომისიაში ვერ ეძახიან“.
„ვინ მოვისვით გვერდზე? მივალთ იქამდე. „ნაცებს“ რომ გაურიგდით და მიგვატოვეთ ლიდერმა, რომელსაც კარტ-ბლანში გქონდათ და მართლა ძლევამოსილი იყავით და შეგეძლოთ ეს ქვეყანა მართლა სწორ გზაზე წაგეყვანათ“, -განაცხადა წულუკიანმა.
გახარიამ წულუკიანის რეპლიკას ასე უპასუხა: „ახლაც შემიძლია“, რაზეც წულუკიანმა უთხრა, რომ ჯერ არ შეუძლია.
„კი, ვნახავთ მაგას, ვის რა შეუძლია. პარლამენტში ვერ შემოგიბედავთ, გაშინებენ, ხომ ქუჩის მავნებლები?“- ჰკითხა წულუკიანმა გახარიას.
გახარიას განცხადებით, მისი შეშინება მარტივი არ არის.
„თქვენ ხომ იცით, თქვენ, რომ ჩემი შეშინება თან, აი, ასე, რაღაც მოგონილი თემებით, მარტივი არ არის“- განაცხადა გახარიამ.
„ჰოდა, აი, მაისში გელოდებით პლენარულ დარბაზში“, – უპასუხა წულუკიანმა. (ტექსტური ვარიანტის წყარო ინტერპრესნიუსი)

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება