„სინამდვილეში მე გეტყვით რა მოხდა 20 ივნისს“ – რას წერს თინა ბოკუჩავა?

ნაცმოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს:
„ქოცი უდრის ნაცს კი არა, ქოცი უდრის ქოცს. აი ეს დაამტკიცა დღეს გახარიამ წულუკიანის ღალატის კომისიაზე.
სინამდვილეში მე გეტყვით რა მოხდა 20 ივნისს. “ნაცებით იყო გაჭედილი პარლამენტიო”, ყალბი სიყეყეჩით ხომ ბრძანებდა დღეს ბატონი გახარია? კი, მე ვიჯექი სხდომათა დარბაზში, საიდანაც სერგეი გავრილოვი პირადად გავაგდე, სხვა ოპოზიციონერებთან ერთად, რითიც მთელი ცხოვრება ვიამაყებ. გახარია თავიდან ფეხებამდე ოფლისგან სველი, შეშლილი თვალებით დაბროდა პარლამენტის კორიდორებში რუსთაველზე დარბევა რომ დაიწყო. რატომ? იმიტომ, რომ “სუპერძალოვან მინისტრს” გადაახტნენ, არაფრად ჩააგდეს. თუმცა, საკუთარი თავის გადასარჩენად და იმიტომ, რომ მისი ყალბი სიყეყეჩის მიღმა იმალება საკმაოდ გაუბედავი კაცი, მან ეს არ თქვა და მოიპოვა პრემიერად დაწინაურება. ვერც “ოპოზიციონერობის” პერიოდში გაბედა სიმართლის თქმა და ერთადერთი რითიც თავს იწონებს ოპოზიციონერის რანგში ნაციონალურ მოძრაობაზე თავდასხმაა. ოღონდ მაგაშიც კომისარი წულუკიანი ჯობნის და ჯაბნის.
ყველამ კარგად იცის, ვინც 20 ივნისს ქოცების მხარეს არ იდგა, რომ ეს იყო თვით-ორგანიზებული სახალხო ანტი-რუსული აქცია, არანაირი “ორგანიზებულ შტურმს” ადგილი არ ჰქონდა და ერთადერთი დანაშაული, რომელსაც ადგილი ჰქონდა, იყო პროტესტის სისხლიანი დარბევა.
უახლოეს მომავალში იხილავთ ნაციონალური მოძრაობის სიმართლის კომისიას, სადაც მოისმენთ ქოცურ-რუსული პროპაგანდის საპირწონე ფაქტებს, სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს.“

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება