გიორგი გახარია წულუკიანს – “დიფ სტეიტიდან” ზარის შედეგად რომ ირჩევდით პრემიერს, იმ დეპუტატებმა იცოდნენ, ხმა ვინც მომცა? – მათ უთხარით, რომ “დიფ სტეიტმა” დაგვავალა და იმიტომ უნდა ავირჩიოთო?

ქალბატონო თეა, რა მინდა გთხოვთ – თქვენ რომ მისვამთ ახლა დაჟინებით მართლა საინტერესო შეკითხვას – „ვინ გაგიყვანა ოპოზიციაში, ვინ იყო ის, ვის შეხვდი“… ძალიან გთხოვთ, ჰკითხეთ რა ს, “დიფ სტეიტიდან” ვინ დაურეკა და უთხრა, გახარია დანიშნე პრემიერადო , – ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო სხდომის მიმდინარეობისას გიორგი გახარიამ კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს.
გახარიამ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის ის განცხადება გაიხსენა, სადაც იგი ამბობდა, რომ გიორგი გახარიას თანამდებობაზე დანიშვნა სწორედ “დიფ სტეიტმა” მოსთხოვა.
“რატომ არ ეკითხებით ს, რომ თქვა, “დიფ სტეიტმა” დამირეკაო, თორემ 20 ივნისის მერე უნდა გაგვეგდოო. ჰკითხეთ რა. პასუხი არ გაინტერესებთ? იქნებ ერთი და იგივე ხალხი იყოს “დიფ სტეიტი”… კარგით ახლა მართლა რა, თუ სერიოზულად ვლაპარაკობთ, სერიოზულად ვილაპარაკოთ”, – მიმართა გახარიამ თეა წულუკიანს.
წულუკიანმა აღნიშნულზე უპასუხა, რომ სახელსა და გვარზე, ვისგანაც ზარი განხორციელდა, ინფორმაცია ჰქონდა.
“იცით რა, მე სერიოზულად რომ ვლაპარაკობ, ამიტომ, ნაკითხიც მაქვს და პასუხიც მიღებული მაქვს გვარზე და სახელზე. ბატონი კობახიძე თავად ისაუბრებს. მე კიდევ ერთხელ გეკითხებით – გუნდში იყო შეთანხმებული თქვენი გათავისუფლება 20 ივნისის შემდეგ და დიახ, ზარი შედგა”, – თქვა წულუკიანმა.
გიორგი გახარიამ კომისიის თავმჯდომარეს კითხვა შეუბრუნა – იცოდნენ თუ არა დეპუტატებმა, რომ “დიფ სტეიტის” მიერ ნაკარნახევ კანდიდატს ირჩევდნენ.
“დიფ სტეიტიდან”? და ერთი კითხვა მაქვს – “დიფ სტეიტიდან” ზარის შედეგად რომ ირჩევდით პრემიერს, იმ დეპუტატებმა იცოდნენ, ხმა ვინც მომცა? მათ უთხარით, რომ “დიფ სტეიტმა” დაგვავალა და იმიტომ უნდა ავირჩიოთო?” – ჰკითხა გახარიამ თეა წულუკიანს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება