შალვა პაპუაშვილი – არასამთავრობოები და მათი დონორები დღეს, სიძულვილის გაღვივების და სამოქალაქო უთანხმოების შემოტანის მცდელობის მთავარი წყარო არიან

არასამთავრობოები და მათი დონორები დღეს, სიძულვილის გაღვივების და სამოქალაქო უთანხმოების შემოტანის მცდელობის მთავარი წყარო არიან, -დონორებმა და NGO-ებმა წაგვიბილწეს 9 აპრილის საკრალური დღე იმით, რომ ამ დღეს შეეცადნენ დაყოფის, სიძულვილის შემოტანას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ამ საზიზღარ კამპანიას, რომელსაც რამდენიმე NGO აწარმოებს“, არცერთი დონორი დღემდე არ გამიჯვნია.
„შეგახსენებთ, რა გვაკადრეს დონორებმა და მათმა NGO-ებმა 9 აპრილს, როდესაც გადაეღობნენ 9 აპრილის მონაწილეებს, მოქალაქეებს, ვისაც სურდათ მისულიყვნენ და პატივი მიეგოთ 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულების ხსოვნას. გადაეღობნენ და ჩვენ ის გვაკადრეს, რომ იმ თარიღში, რომელიც მთლიანად ერს აერთიანებს, შემოეტანათ დაყოფა. ეს გაკეთდა დონორების დაფინანსებით რამდენიმე NGO-ს ხელით. ზოგადად, ეს დღეები ვხედავთ სიძულვილის, ზიზღის კამპანიას, რომელიც რამდენიმე NGO-ს მხრიდან არის მართული დონორების ხელშეწყობით. შეგახსენებთ, რომ არცერთი დონორი დღემდე არ გამიჯვნია ამ საზიზღარ კამპანიას, რომელსაც აწარმოებს რამდენიმე NGO, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სახლთან შუაღამით მივარდნა, როდესაც იქ მცირეწლოვანი ბავშვიც იყო, მუქარები, სიკვდილისთვის გამეტება და ა.შ. სხვადასხვა NGO-ს წარმომადგენლის მხრიდან.
ხაზს ვუსვამ, არცერთი დონორი, რომლებიც ამ ორგანიზაციებს აფინანსებენ, არაფრად აგდებს ქართულ საზოგადოებას. არ აგდებენ იმის ღირსად, რომ ის მაინც თქვან, „მიუღებელია“, „არ შეიძლება“, „არასწორია“. თვითონ გამონახონ სიტყვები, თუ არ უნდათ, რომ თავიანთ შექმნილ მონსტრებს რაღაც მკვახე განცხადებით გაემიჯნონ, რბილად მაინც თქვან, რაღაც თქვან. ერთი სიტყვა გვითხრან, გვაკადრონ, გვაღირსონ საზოგადოებას, რომ ფულს რომ ხარჯავენ ამ ადამიანებში, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში სიძულვილს აღვივებენ, არის თუ არა ეს მათთვის მისაღები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: ხომ წარმოუდგენელია, რუსულმა რეჟიმმა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა და მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ნებართვა გასცეს საკუთარი დანაშაულების მხილებაზე, რომ კი, მილიონები მოვიპარე